თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის თანახმად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 5.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში (მაისში) გაუფასურებამ კი 2.3% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 5.8%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 2.0%-ია. 

ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის.

სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში - დაბალი.

ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენციაა, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.