თბილისი (GBC) - თეგეტა კიდევ 2-წლიან სავალუტო ობლიგაციებს უშვებს, 5 მლნ აშშ დოლარის მოსაზიდად. $1,000 ნომინალის 5 000 ერთეული სასესხო ფასიანი ქაღალდი 17 ივლისს განთავსდება, 8-25%-8.5%-ად (საორიენტაციო განაკვეთი). განთავსების აგენტი "თიბისი კაპიტალია".

აღნიშნული ტრანშით,  როგორც წინა ემისიებით მიღებული წმინდა სახსრები სრულად მოხმარდება შპს „თეგეტა მოტორსისა“ და მისი შვილობილი კომპანიების სასესხო ვალდებულებების დაფარვას.

ობლიგაციებით მიღებულ სახსრებს ემიტენტი ვადიან სესხად გასცემს შვილობილი კომპანიების ბანკისადმი არსებული ვალდებულებების რეფინანსირების მიზნობრიობით ან დაფარავს.

ემიტენტი საპროცენტო ხარჯის მცირედით კორექტირებას ვარაუდობს, რადგან ფასიანი ქაღალდების კუპონური განაკვეთი შესაძლოა განსხვავდებოდეს რეფინანსირებული სესხების მიმდინარე განაკვეთზე*.

თეგეტას ძირითადი კრედიტორი თიბისი ბანკია. ასევე მცირედი ვალდებულებები გააჩნია იშ ბანკის (8 მლნ ლარის , საქართველოს ბანკის (3 მლნ ლარამდე), პაშა-საქართველოს (5 მლნ ლარი) და აზერბაიჯანულ პაშას მიმართ (Tegeta Motors Baku), 11.3 მლნ ლარის აქვივალენტი აშშ დოლარში.  

419 მლნ ლარამდეა მთლიანი  ვალდებულება. მ.შ. ბონდებით მოზიდული რესურსი.

როგორც იცით, თეგეტა მონაწილეობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ტენდერში, რისთვისაც იღებს საბანკო გარანტიებს. 09/2023-ის შემდეგ საბანკო გარანტიების მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 70 მილიონი ლარით, რაც ახალ მსხვილ ტენდერებში გამარჯვებამ გამოიწვია.

ცხრილში მოცემულია საბანკო გარანტიების სტრუქტურა (ჯამური მოცულობები კომპანიების და გარანტიის ტიპის მიხედვით), 01.01.2024-ის მდგ.

*სასესხო განაკვეთების დიაპაზონები სესხების ვალუტების მიხედვით მოცემულია შემდეგ ცხრილში:

სესხის ვალუტა

% დიაპაზონი

მოკლევადიანი ლარი

10.50%-13.90%

გრძელვადიანი ლარი

 11.0%-14.50%

მოკლევადიანი ევრო

 9.00%

გრძელვადიანი ევრო

6.75-9.00%

მოკლევადიანი იენი

   6.00%         

მოკლევადიანი აშშ დოლარი

8.50%-9.00%     

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით: