თბილისი (GBC) - დიდმა ბრიტანეთმა დღეს გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში სანქციების სია განაახლა, სადაც საქართველოს ოთხი მაღალჩინოსანი შეიყვანა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ეს პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს ოფიციალურ პირების პასუხისგებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, ფაქტზე.
- შალვა ბედოიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე;
- კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
- გიორგი გაბიტაშვილი - გენერალურ პროკურორი.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ინფორმაციისთვის, მირზა კეზევაძე "მაგნიტსკის სიაშია" შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე 2024 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.