თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის ოლქის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ერევანი კომპრომისზე არ წავა ბაქოსთან საზღვრისპირა სოფლებთან და კავშირებით, რომლებიც საბჭოთა დროიდან ექსკლავს წარმოადგენდნენ, კვირის ბოლო შესაძლოა ომი დაიწყოს. აღნიშნული მიმართვის ამსახველ ვიდეოკადრებს სომხეთის მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.

„ახლა ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ აქედან და ვუთხრათ (აზერბაიჯანს – რედ.), რომ არა, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. ეს ნიშნავს, რომ კვირის ბოლოს დაიწყება ომი“, – განაცხადა მან.

„ვიცი, რაც იქნება ამ ომის შედეგი“, – დასძინა ფაშინიანმა და განმარტა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მას ჰკითხავს, თუ ჰქონდა საბრძოლო მოქმედებების საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რატომ არ გააფრთხილა ისინი წინასწარ.