თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძემ დრო ითხოვა, - პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსულმა გახარიამ მედიას განუცხადა, რომ საკითხს „ხვალ საღამოს დაესმევა წერტილი“.
მას შემდეგ, რაც ხაზარაძე თანაგუნდელებთან შეათანხმებს, გახარიას გუნდთან ერთად ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ გზაზე გადასაყვანად. გახარიას თქმით, პერსონალურ ეგოებზე უარი გამართლებულია ამ დიდი მიზნით. შესაბამისად ქვეყნის ინტერესები დადგება პარტიულ და პირად ინტერესებზე მაღლა.
გახარიას თქმით არიან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ხაზარაძეს მევახშედ, მას კი თვალთხარიად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს ბრძოლაში ხელს არ შეუშლის.
გახარიამ მედიას დაუდასტურა, რომ ივანიშვილის პარტიას არასდროს შეეკვრება.ამასთან განმარტა, რომ არასდროს მოიცავს მოახლოებულ საარჩევნო ციკლს, ოქტომბრის არჩევნებს და არა 10-20 წლის შემდეგ პერიოდს.
ის მზად არის აიტანოს განსხვავებული აზრის და მისწრაფებების მქონე თანამებრძოლების გვერდით. ანაკლიის პორტის ბატალიების დროინდელ წამოძახებებიც, მათ შორის წერილის ცნობილი ისტორიაც უმნიშვნელოა.
ის ნაცმორაობასაც ისევე ემიჯნება, როგორც ოცნებას. თქვა, რომ არც მას შეაკვრევინებს კოალიციას. ცხადია, იმ შემთხვევაში თუ მოიპოვებს ამის ბერკეტს. გახარიას პროგნოზით, არჩევნებში ოცნების მაქსიმუმი 30% -ია.