თბილისი (GBC) – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ PACE-ს მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. პარტია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:

  1. არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
  2. მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
  3. განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
  4. გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

2024 წლის 25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია: "კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და "გახარია საქართველოსთვის". საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში.

არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 43 დღეა იმართება.