თბილისი (GBC) - საჯარო სკოლებში პლანშეტის და მობილურის აკრძალვა (ჩამონათვალს კერძო სკოლაც მიემატება. რიმა ბერაძემ შენიშნა კანონპროექტში ეს გამორჩენა და მიქანაძის მოადგილემ ჩაინიშნა); I-VI კლასში სავალდებულო ერთიანი სამოსი - ფორმა; ერთიანი პროგრამა, სახელმძღვანელოები; 6 წლიანი ზღვარი (სკოლაში მიიღება 15 სექტემბრამდე 6 წელშესრულებული კონტინგენტი); XI წლიანი სავალდებულო და XII -წლიანი ნებაყოფლობითი სწავლება, - 

ზოგადი განათლების კანონი პარლამენტმა I მოსმენით მიიღო. კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში მიტანამდე ზვიად გაბისონია შეხვდა თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას, რომელიც საპროტესტო აქციაზე მდგომ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისგან თავის არიდების მიზნით, "უკანა ეზოთი" გადაადგილდებოდა.

შეცვლილი კანონი აზუსტებს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივ ჩარჩოს.

"რეფორმის" ინიცირებისას, მოადგილე ზვიად გაბისონიას მინისტრ მიქანაძის პოლიციის აკადემიის რექტორობის გადაცდომები გაუხსენეს. როგორ შეუძღვებოდა ხოლმე მაშინდელი რექტორი კობახიძის ოჯახის წევრებს აუზზე, რომელშიც ცურვა პოლიციელებსაც კი ეზღუდებოდა. ამაზე დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ისაუბრა,  მაშინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა.

ოთხშაბათს 16 სთ-ზე  თსუ-ში სენატის სხდომაა ჩანიშნული.