თბილისი (GBC) – გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა ირაკლი კობახიძეს წარმატებები უსურვა პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ მასთან ერთად იმუშავებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
დიპლომატის განმარტებით, მათთვის უმთავრესი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მან ამაზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელებს ამას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ“, - თქვა ელჩმა.