თბილისი (GBC) – მთავრობის ორშაბათის სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა, რომელიც 29-31 მაისს გაიმართება.
მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.