თბილისი (GBC) - „კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook ლაივის საშუალებით კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ავრცელებს.

როგორც ნიკა გავრამია ამბობს, პოლიციას ჩხრეკის ჩატარება სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც ჩხრეკის უფლების შესაბამისი დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ოფისი რამდენიმე დატოვეს. ლაივ ჩართვის დასრულებამდე კადრებში ჩანდა, რომ პოლიციის წარმომადგენლები პარტიის ოფისიდან გავიდნენ, ნაწილი მათგანი კი ოფისის შესასვლელთან დარჩნენ.