თბილისი (GBC) – აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა МИ-24 სამშაბათს კატასტროფა განიცადა. სამხედრო ვერტმფრენი გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკავში ჩამოვარდა, წერს „აფსნიპრესი“. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტის ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო–საჰაერო ძალების მეთაურმა ადგურ გუმბამ თქვა, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ არ დაუდგენიათ.