თბილისი (GBC) – საქართველოს „ოპოზიციის ალიანსმა“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „სასიცოცხლო ბრძოლა“ უწოდა და განაცხადა, რომ დღეს წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“ რეგიონში. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ბრძოლა არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას, არამედ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის გადარჩენას ეხება.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, მმართველი გუნდის პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, რაც ქვეყანას რუსეთის პირისპირ მარტო ტოვებს.
„ახლა წყდება, „ფარდის“ რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები“, - ნათქვამია ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში.
ალიანსი გეგმავს აქტიურად დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" პროპაგანდას". ოპოზიციის მტკიცებით, მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის „რეჟიმი“ წარმოადგენს, რადგან ქვეყანას დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს აშორებს.
„დემოკრატიული ოპოზიცია დავუპირისპირდებით რეჟიმის პროპაგანდას საზოგადოების დარწმუნებით, რომ სწორედ ივანიშვილის რეჟიმია მშვიდობისთვის საფრთხე, რადგან საქართველოს ტოვებს მარტოს რუსეთის პირისპირ, საერთაშორისო იზოლაციაში“, - აცხადებენ ალიანსში.
2 მარტს, 9 ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსი" დააფუძნეს.
ახალ პოლიტიკურ ერთობაში გაერთიანდნენ:
- „ახალი“ (კოალიცია ცვლილებისთვის)
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „ევროპული საქართველო“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ფედერალისტები“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
- ალიანსის პრინციპები და „ქცევის კოდექსი“
ხელმომწერი სუბიექტები თანხმდებიან, რომ შეინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა იმოქმედებენ ერთიანი საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიით.