თბილისი (GBC) - ზურაბიშვილს დაცვა აღარ მოემსახურება.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება, -რასაც "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ახლადინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს.
პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.