თბილისი (GBC) – ერევანში არ გამორიცხავენ, რომ პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების საკითხს შემოდგომამდე გაიტანს რეფერენდუმზე.

ამასთან, ფაშინიანი ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული ბრიუსელის მხრიდან სერიოზულ მხარდაჭერაში.

სომეხი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ საკმარისია, სომხეთმა განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე, მაშინვე წააწყდება „სადამსჯელო ზომებს“ მოსკოვის მხრიდან. ეს შეიძლება იყოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, რაც, მათი აზრით, ერევნისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.