თბილისი (GBC) – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე ჩავიდა. ზურაბიშვილის ვიზიტის სტატუსია „სამუშაო“. მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ის დედაქალაქში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. ცერემონიაზე არ მიუწვევიათ „ქართული ოცნების“ ლიდერები.