თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ კანონი დუმამ ოთხშაბათს მესამე მოსმენით მიიღო. სანქცია იმ პირებსაც შეეხება, ვის მიერაც არმიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს. 

„გადავწყვიტეთ მათი დასჯა, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს – ჩამოერთვას ამ არამზადებს საპატიო ტიტულები, ქონება, ფული და სხვა ფასეულობები“, – წერს დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამზე. თავად დოკუმენტს მან „არამზადების შესახებ კანონი“ უწოდა.

კანონის პროექტი დუმაში 22 იანვარს შეიტანეს. მისი ავტორი 395 დეპუტატია, ვოლოდინის თაოსნობით.