თბილისი (GBC) – ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 2–3 მლრდ ევროს გადაცემისთვის ემზადებიან, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის სახით მიიღეს. ამის შესახებ Financial Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობის წერს.

მათი თქმით, ეს ფული კიევმა შესაძლოა უკვე ივლისში მიიღოს. აღნიშნულ წინადადებას ევროკომისია მომდევნო კვირაში დაგეგმილ სამიტზე ოფიციალურად წარადგენს, რათა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვოს.

ევროკომისიის დოკუმენტში იკითხება, რომ გაყინული რუსული აქტივების შემოსავლები ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველკვარტალურად, ან წელიწადში ორჯერ ჩაირიცხება და გამოყენებული იქნება უკრაინის ინტერესების შესაბამისად.

თავდაპირველად ევროკავშირი ამ სახსრების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავდა, თუმცა დღეს სამხედრო დახმარების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. კერძოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თებერვალი დასაშვებად მიიჩნია ამ ფულიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების შეძენა.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ დროისთვის უკრაინას, მიმდინარე წელს გათვალისწინებული $37 მილიარდიანი დახმარებიდან ნახევარი უკუვე გადასცეს.