თბილისი (GBC) – ევროკავშირმა რუსეთიდან და ბელარუსიდან სურსათის იმპორტზე შესაძლოა კვოტები დააწესოს, კერძოდ, საუბარია ძირითადად ხორბალზე. როგორც პოლონურ რადიოსადგურს RMF FM ერთ–ერთმა ევროპელმა დიპლომატმა უთხრა, შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ შეიმუშავა. 

მისი თქმით, სრული ემბარგო არ გამოცხადდება, ვინაიდან ბრიუსელი ამის წინააღმდეგია. საშინაო საკითხებში ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა განმარტა, რომ რუსეთიდან სურსათის იმპორტის სრული აკრძალვით ევროკავშირმა, შესაძლოა, სარგებელზე მეტი ზარალი ნახოს.

ახალი ინიციატივის თანახმად, შეზღუდვები არ შეეხება რუსული და ბელარუსული სურსათის ტრანზიტს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ეს წინადადება იმ ფონზე მომზადდა, როდესაც პოლონელი ფერმერები პროტესტს აგრძელებენ, ხოლო უკრაინა რუსული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის სრულ სანქცირებას ითხოვს. დღემდე ევროკავშირში რუსული პროდუქციის წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგმულა, უკრაინულ პროდუქციას კი შეზღუდვები აქვს დაწესებული.

ევროსტატის დაანგარიშებით, ევროკავშირში 2023 წელს 1,5 მლნ ტონა ხორბალი შეიტანეს რუსეთიდან, ნაცვლად 2022 წლის 970 ათასი ტონია.