თბილისი (GBC) – ევროპის პარლამენტმა სამშაბათის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფას.

ინიციატივას 536–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 40 დეპუტატი, ხოლო 39–მა თავი შეიკავა.

ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის ხანგრძლივი წინააღმდეგობა ამ პაკეტთან დაკავშირებით 1–ელ თებერვალს დაძლიეს და შეთანხმდნენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 50 მლრდ ევროს გამოყოფას. პროგრამა 4 წელზეა გათვლილი.

დახმარების პროგრამის შექმნას ევროპარლამენტის პროფილურმა კომიტეტებმა 22 თებერვალს დაუჭირეს მხარი.