თბილისი (GBC) – ევროსტატის მონაცემებით, ევროპის კავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქონელბრუნვა აპრილში, მარტთან შედარებით, 6%–ით შემცირდა და 5,6 მლრდ ევრო შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2000წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალია.

რუსეთიდან ევროპაში გადატვირთული საქონლის მოცულობა საანგარიშო პერიოდში 17%–ით შემცირდა და 2,7 მლრდ ევრო შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1999 წლის ივნისის შემდეგ.

აპრილში რუსეთიდან ევროპაში ექსპორტის უდიდესი წილი გაზზე მოდიოდა (1,15 მლრდ ევრო). შემდეგ მოდის რკინა და ფოლადი (288,5 მლნ ევრო) და ნავთობპროდუქტები (248 მლნ ევრო),

ამ ფონზე, აპრილში ევროპიდან რუსეთში ექსპორტი 6%–ით გაიზარდა და 2,9 მლრდ ევროს მიაღწია. ევროპიდან რუსეთში ძირითადად სამკურნალო საშუალებები (760 მლნ ევრო), მოწყობილობები (303 მლნ ევრო) და ოპტიკური ინსტრუმენტები (186,5 მლნ ევრო) შედის.