თბილისი (GBC) – რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანიის „გაზპრომის“ საექსპორტო შემოსავლები ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რეკორდულად შემცირდა და საწყის მაჩვენებლამდე დაბრუნებას 10 წელიც არ ეყოფა. ამის შესახებ Financial Times კომპანიაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამის მიზეზი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე უარის თქმა და ამ ბაზარზე ექსპორტის რეკორდული შემცირებაა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროპის ქვეყნები გაზის ალტერნატიულ წყაროებზე გადაერთვნენ.

რუსეთმა ევროპის მიმართულების კომპენსირება ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებით სცადა, თუმცა წარუმატებლად და ევროკავშირის ბაზარზე დაბრუნების გარეშე „გაზპრომი“ დიდი ჩამორჩენისთვისაა განწირული.