თბილისი (GBC) –რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ქალაქ ხერსონიდან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 11 ოქტომბერს დილის 5 საათზე დასრულდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ჯარების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასროლის შემდეგ მდინარის მარჯვენა ნაპირზე არცერთი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება არ დარჩენილა, პირადი შემადგენლობა მთლიანად გადავიდა, რუსეთის დაჯგუფებას პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანაკარგები არ განუცდია“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.