თბილისი (GBC) - რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო

Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი ემსახურება რუსეთის ჩინეთში სავაჭრო ურთიერთობების  გაღრმავებას. გამოცემა წერს,რომ აღნიშნული რუსეთს მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე დასჭირდა.

გამოცემის ინფორმაციით რუსეთის წარმომადგენელი სი ძინპინს ოთხშაბათს  გაესაუბრება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, სამშაბათს შანხაიში გამართულ რუსეთ-ჩინეთის ბიზნეს ფორუმზე, მიშუსტინმა თქვა, რომ რუსი ფერმერები მზად არიან მნიშვნელოვნად გაზარდონ სოფლის მეურნეობის ექსპორტი ჩინეთში.