თბილისი (GBC) – რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქ გრაივორონის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქვეყნის სიღრმეში გადასვლისკენ მოუწოდებს. 

„მოგმართავთ, ვინც ოლქის ტერიტორიაზე რჩებით. ვითარება დაძაბულია. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ ოლქის ტერიტორია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაციის უფროსმა გენადი ბონდარევმა.

გრაივორონის საქალაქო ოლქი, რომელიც ათობით სოფელსაც მოიცავს, უკრაინას ესაზღვრება. ქალაქი რეგულარულად იბომბება.

2021 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში 6 200 ადამიანი ცხოვრობს.