თბილისი (GBC) – უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურზე მამუკა მამულაშვილზე რუსეთში ძებნა გამოაცხადეს. ამის შესახებ რუსული მედია შსს–ს სამძებრო ბაზაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულ ინფორმაციას მამუკა მამულაშვილი მალევე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: „საკვირველია, როგორ დაასწრეს „ოცნებას“?“.

რუსეთის შსს მანამდე აცხადებდა, რომ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული: დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და სამხედროებისადმი სიძულვილის გაღვივება.

რუსეთში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს „ქართული ლეგიონის“ დაახლოებით 70 მებრძოლს.

თავად მამულაშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი სისულელეა და მიზნად ისახავს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტიანი ქვედანაყოფის დისკრედიტაციას, რომელიც უკრაინელების მხარეს იბრძვის.