თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გუდკოვმა პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შჩებეკინოს და გრაივორონის ოლქებიდან ფედერაციის სხვა რეგიონებში დაახლოებით 9 ათასი ბავშვის გაყვანას გეგმავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა kommersant.ru წერს.

22 მარტს 1 200 ბავშვი გაემგზავრება პენზაში, ტამბოვსა და კალუგაში. შემდეგ მათ სტავროპოლის მხარეში გადაიყვანენ.

პარტიის გენერალური საბჭოს სხდომაზე გუბერნატორმა ბელგოროდის ოლქში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასახლებების მიმართულებით სულ უფრო ხშირად ისვრიან უკრაინის მხრიდან. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 98.