თბილისი (GBC) – აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები დღეს, 18 მარტს, თბილისის დროით 17:00–19:00 საათის პერიოდში შედგება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უთხრა ჟურნალისტებს. 

პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის საუბარი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერს საუბარი ექნებათ აშშ–სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე.