თბილისი (GBC) – მსოფლიოში უმსხვილესმა ინდურმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ RelianceIndustries უარი თქვა რუსული სანაოსნო კომპანია სოვკომფლოტის ტანკერებით მიწოდებული ნავთობის მიღებაზე – მიზეზი აშშ–ის სანქციებია.

ინდოეთი, რომელმაც გასულ წელს სწრაფად შეიძინა იაფი რუსული ნავთობი თავისი არაკონვერტირებადი რუპიებით, ამჟამად უარს ამბობს მისთვის ასეთ ხელსაყრელ თანამშრომლობაზე რუსეთთან.

ინდოეთი ნავთობპროდუქტების წარმოებაში რუსეთ–უკრაინის ომამდელ სქემას უბრუნდება, რომლის დროსაც მისი ძირითადი მიმწოდებლები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ.

რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს პრობლემები შეექმნათ ჩინეთში, სადაც ბანკები მათ ტრანზაქციებს აღარ ემსახურებიან. კერძოდ, უმსხვილესი ჩინური ბანკები აღარ იღებენ რუსეთიდან გადარიცხულ გადახდებს იუანში და ასეთ ტრანზაქციებს კლიენტებს უბრუნებენ. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ კომპანიებზე დაყრდნობით წერს.

ჩინური ბანკები რუსებს იუანში ტრანზაქციებზე უარს აშშ–ის მეორეული სანქციების შიშით ეუბნებიან.