თბილისი (GBC) – რუსულ კომპანიებს თურქეთის ბანკებში ანგარიშები დაუხურეს, ფიზიკურ პირებს კი საბანკო ბარათის მისაღებად მოთხოვნები გაუმკაცრეს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ვედომოსტის“ ბიზნესის მფლობელებმა, საფინანსო კონსულტანტებმა და საქმიანი გაერთიანებების წარმომადგენლებმა უთხრეს.

გაზეთის ცნობით, ფიზიკურ პირებს თურქეთში მოთხოვნები გაუზარდეს.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, 2023 წლის დეკემბერში აშშ–ის პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდეგ, მეორად სანქციებთან დაკავშირებით, თურქულმა ბანკებმა მასობრივად თქვეს უარი რუსულ კომპანიებთან მუშაობაზე.

„ვედომოსტის“ ცნობით, ტრანზაქციები ამ დრომდე გაყინულია. ამასთან, თუ ადრე შეზღუდვები სანქცირებულ კომპანიებს ეხებოდა, ახლა ყველაზე ვრცელდება.

გაზეთის ერთ–ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ თურქეთში რუსულ კომპანიებს მისდით შეტყობინებები, დაასრულონ ყველა ურთიერთობა და კონკრეტული ვადის განმავლობაში დახურონ ანგარიშები. სახელმწიფო ბანკები გარკვეულ ტრანზაქციებს „მწვანე სიის“ საქონელზე თურქულ ლირაში ახორციელებენ, რომელიც მოიცავს სურსათს და ფარმაცევტულ პროდუქციას.

შეწყდა იმ კორპორაციული კლიენტების მომსახურებას, რომელთაც რუსული ფესვები აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია დარეგისტრირებული.