თბილისი (GBC) – რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიამ კიდევ ორი დასახლება დაიკავა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები კორენოვოსთან აწარმოებს საბრძოლო ოპერაციას. მოწინააღმდეგემ დაიკავა დასახლებული პუნქტები კაზაჩია ლოკნია და კრუგლენკოე. უკრაინელი და რუსი მებრძოლები სანგრებს თხრიან, რაც კურსკის ოლქში ომის გრძელვადიან ხასიათზე მიანიშნებს“, – წერენ რუსი სამხედრო კორესპონდენტები.

მანამდე, ხუთშაბათს დილით, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ უკრაინის ჯარები მექანიზებული თავდასხმითი ოპერაციის ფარგლებში 10 კმ–ით დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში.

ამასობაში, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ ისღა დარჩენიათ, რუსეთისთვის ილოცონ. სიმონიანი აცხადებს, რომ კურსკის მოსახლეობისთვის „ლოცულობს“, ხოლო, მისივე თქმით, „არაადამიანებს ღმერთი გაუსწორდება“.