თბილისი (GBC) – უნგრეთის მთავრობა უკრაინას 2023 წელს 187 მლნ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი ვიკტორ ორბანი აწერს.
დოკუმენტში, რომელიც ორბანის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის მაცნეში ხუთშაბათს გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე მიემართება.