თბილისი (GBC) - სგპ ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან კოორდინაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი" აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის" საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, კერძოდ - ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებული სივრცის გამოყენებით შეეცადა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის" შემოტანას.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
