GBC გილოცავთ შობა–ახალ წელს! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებებს!

GBC გილოცავთ შობა–ახალ წელს! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებებს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან
თუ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ რუტინული ფინანსური ოპერაცია შეგიძლიათ ნამდვილ გათამაშებად აქციოთ და ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე ფულადი პრიზები მოიგოთ.
1762869358
პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია.საქართველოში LOTUS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანია „გეზ მოტორსია“, ეს კი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში LOTUS-ის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს. ასევე, ბრენდის გაყიდვების, სერვისისა და მომხმარებელთა გამოცდილება უმაღლესი სტანდარტით განახორციელოს.2026 წლიდან „გეზ მოტორსი“ LOTUS-ის ავტომობილების დისტრიბუციას და სადილერო ქსელის განვითარებას ამიერ კავკასიის რეგიონში გეგმავს. უახლოეს ორ წელიწადში კი დაგეგმილია ორი ახალი შოურუმის - თბილისსა და ბათუმში გახსნა, რაც LOTUS-ის ბრენდს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე, კიდევ უფრო გააძლიერებს.LOTUS-ის ავტომობილები 9 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება გეზ მოტორსის ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15 მდებარეობს.„ქართულ ბაზარზე LOTUS-ის შემოსვლა ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგია. მოხარულები ვართ, რომ ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა. ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში როგორც ფინანსურ, ასევე სტრატეგიულ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვა, არამედ ნდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობისას როგორიც LOTUS-ია. ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს ამიერკავკასიაში სადილერო ქსელის განვითარებასა და ახალი შოურუმების გახსნას თბილისსა და ბათუმში. 2026 წლის პირველ კვარტალში კი, მომხმარებლებს სრულიად ახალ SUV-ს წარვუდგენთ, რომელიც LOTUS-ის ხასიათსა და ინოვაციურ სულს ინარჩუნებს”, - განაცხადა ლევან მიქაძემ, გეზ მოტორსის კომერციულმა დირექტორმა.“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობისაა. ბაზარზე LOTUS-ის ბრენდის შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს. ჩვენთვის, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ სტანდარტებს და ავითარებენ ეკონომიკას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ოსკოპელმა.
1762867641
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა გაავრცელა. "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია უწყების განცხადებაშითვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან აფრინდა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.თვითმფრინავმა რადარზე მოძრაობა 14:49-ზე შეწყვიტა.
1762866351
ადგილობრივების თქმით, ინციდენტის ადგილისკენ უკვე მიემართებიან პოლიციელები და მაშველები. ინფორმაცია განახლდება.
1762861391
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 283 ძირი მცენარე კანაფი და 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
1762854626
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“, – ნათქვამია ბრძანებაში.გიორგი სახოკიას ბიოგრაფია:2001-2007 – შპს ,,Land Software Design“-ის იურისტი, წოდება პოლიციის ლეიტენანტი;2007-2012 – სს „სილქნეტიში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე;2013-2014 – იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;2014-2015 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;2015 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;2015-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი;2018-2019 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი;2019-2020 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;2020-2021 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;2021 – სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;2021-2025 – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი;2025 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი;2025 – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;2025 წლის 10 ნოემბრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
1762852537
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს; შეხვდნენ ცნობილ ავტორებს; მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები; დაესწრონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს. თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართება. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ.კერძოდ: Student Card, sCool Card, მფლობელები შეძლებენ მიიღონ 20% ქეშბექი (მაქს. 20₾)PLUS ბარათით გადახდისას კი 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20,000 PLUS) დააგროვებთ.ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.
1762851353
„ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, გასულ წელს, ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.“- ტონი ჯასთი.„მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინა გამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი.ვეძებდი არა ერთ გამოსახულებას, არამედ სხვადასხვა ნამუშევრის ნაკრებს, რომლებიც გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის.ათლეტები წარმოდგენილი არიან ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა. ისინი მოშორებული არიან თავიანთ თავდაპირველ მნიშვნელობას და გარემოს. ეს გამოსახულებები დამუშავებულია ფიზიკურად და ციფრულად.ასე მგონია, თითქოს რაღაცის ჩრდილისკენ ვმოძრაობ; რაღაცის, რასაც ბოლომდე ჯერ ვერ ვხედავ. იქ, სადაც ყოფნა და არყოფნა შეიძლება თანაარსებობდეს“, - დავით მესხი.ვიზუალური არტისტი ტონი ჯასთი დაიბადა აშშ-ში. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში (გერმანია). მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით იფინება. 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულზე მან მონაწილეობა მიიღო თბილისში მოწყობილ სარეზიდენციო პროგრამაში, რომლის სპონსორი იყო ორგანიზაცია „პროპაგანდა“. ის, ასევე, ასწავლიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში, თბილისში. თბილისში ყოფნისას, მან წარმოადგინა თავისი წიგნებისა და კედლის მხატვრობის გამოფენა წიგნის მაღაზია „Kona Books“-ში. გამოფენის კურატორი იყო ნინა ახვლედიანი. ტონი ჯასთის ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებით „საკურთხეველი“, რომელიც გასულ წელს გალერეა „ელ ცე კვაისარში“ გაიმართა.დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ის სპორტულ გარემოში გაიზარდა: მამამისი საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. დავით მესხმა ერთდროულად მიიღო ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფისტის ბაკალავრის ხარისხები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისში. 2015 წელს ის იყო დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ თანარეჟისორი. ფილმმა, რომელიც იმედგაცრუებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ გვიამბობს, არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2024 წელს მისი პირველი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიმართა სენტ-ეტიენ მეტროპოლის (საფრანგეთი) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAMC+).გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 18:00-20:00გამოფენის ხანგრძლივობა: 14.10.25-05.02.26გალერეის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-20:00მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე
1762847761
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
1762417815
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
1762157810
"რიკოში" $3000-ის ყალბი კუპიურები ვერ გაასაღეს
1762774866
ივრის ხეობაში ავიაკატასტროფას მრავლობითი მსხვერპლი მოჰყვა
1762861391
რეზერვებში ოქროს წილი გაიზარდა
1762511788