თბილისი (GBC) – ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ GBC-ს თვითმხილველებმა აცნობეს. მათი თქმით, ხანძარი ბაზრობის ე.წ. რიგებშია გავრცელებული.

ხანძრის ფართობზე, სავარაუდო ზარალზე და გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

არაფერია ცნობილი დაშავებულთა შესახებ.

დამატებითი ცნობების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.