თბილისი (GBC) – რუსეთის არხანგელსკის ოლქში, მდინარე ვილედზე გამავალი სარკინიგზო ხიდის მალა ჩამოინგრა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ჩრდილოეთის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი ჩერემუხა–ვილედის მონაკვეთზე მოხდა.
არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ალეკსანდრ ციბულსკის განცხადებით, შემთხვევა დილის 05:10 საათზე, ვილედის სადგურთან მოხდა. მისი თქმით, ჩამოინგრა სარკინიგზო ხიდის მალი.
ხიდის ჩამონგრევის გამო სულ მცირე რვა სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
