თბილისი (GBC) – ე. წ. ლილოს ბაზრობაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის ამსახველ ვიდეოკადრებს თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ერთ–ერთი თვითმხილველი GBC-სთან  საუბარში ამბობს, რომ ხანძარს საკმაოდ ბევრი სახანძრო ბრიგადა ებრძვის (რაოდენობის დაზუსტება უჭირს.), თუმცა ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. 

მომხდარის გამომწვევი მიზეზების, დაშავებულთა, ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. 

ლილო მოლში ხანძარი 2012 წელსაც მოხდა, როდესაც ცეცხლი 600–700 კვ/მ ფართობზე გავრცელდა. მაშინ სავაჭრო ცენტრში 27 მაღაზია დაიწვა. ლილოს ბაზრობის მზღვეველი იმ დროს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ იყო.