თბილისი (GBC) - ხორბლის წარმოებამ 2024 წელს 148 000 ტონას გადააჭარბა (+1%Y.Y). ქერის, 8.5%-ით, 48.400 ტ-მდე შემცირდა. სიმინდის 17%-ით, 223 000 ტ-მდე გაიზარდა.
2024 წელს, სულ წარმოებულია 134.3 ათასი ტონა ბოსტნეული (- 5.4%Y.Y).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს 195 700 ჰა-ზე ეთესა ერთწლიანი კულტურები (- 4%Y.Y).
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი 8%-ით 61.300 ჰა-მდე შემცირდა. საგაზაფხულო, 2%-ით, 334.4 ათასამდე.
ერთწლიან კულტურებში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, 71 200 ჰექტარით, ხორბლის - 54 000 ჰექტარია, ქერის - 24.100 ჰა, კარტოფილის - 14.100 ჰა, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი
2024 წელს ქვეყანაში წარმოებულია 243.600 ტ ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 25.2%-ით აღმატება წინა წლის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 89.700 ტ თესლოვანი ხილი (+46.8%Y.Y). 77.100 ტონა კურკოვანი (+22%Y.Y), 52.400 ტ კაკლოვანი (+14.7%Y.Y). 16.7 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (-10.7% Y.Y).
2024 წელს წარმოებულია 321.500ი ტონა ყურძენი, რაც 45.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.4 ათასი ტონა ციტრუსი, წინა წლის მონაცემზე 22.7%-ით ნაკლები..