თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის ბოლოს პატიმრების რაოდენობამ 9542 ადამიანი შეადგინა. ეს მონაცემი  3.7%-ით მეტია 2021 წელზე (2021: 9203 კაცი).

მამაკაც პატიმართა რაოდენობამ 9216 შეადგინა, რაც ჯამური რაოდენობის 96%-ია.

საქართველოში სულ 326 პატიმარი ქალია, რაც ჯამური რაოდენობის 3.4%-ია.

რაც შეეხებათ არასრულწლოვან პატიმრებს, ქვეყანაში გასული წლის ბოლოს სასჯელს იხდიდა 44 ბიჭი და 1 გოგო.