თბილისი (GBC) - მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულ ოპერატორთა ჯამურმა აბონენტების რაოდენობამ 5.4 მილიონი შეადგინა. აბონენტების რაოდენობა წინა წლის მარტთან შედარებით 2.8%-ით არის გაზრდილი (2022 მარტი: 5.2 მლნ).

აბონენტების რაოდენობით მობილურ ოპერატორებს მაგთი ლიდერობს. მარტის მდგომარეობით მაგთის 2.2 მილიონი აბონენტი ჰყავს, რაც წინა წლის მარტთან შედარებით 1.3%-ით არის გაზრდილი.

მეორე ადგილზეა სილქნეტი 1.8 მლნ აბონენტით. სილქნეტს წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით  აბონენტების  4.8%-იანი მატება აქვს.

მესამეზე კი ვიონი საქართველოა (ბილაინი, სელფი). ვიონმა წინა წლის მარტთან შედარებით აბონენტების რაოდენობა 2.7%-ით გაზარდა და წელს მარტში 1.3 მლნ დააფიქსირა.

ბაზრის დანარჩენი მოთამაშეების სტატისტიკა შემდეგია: ეკლეკტიკ-ს 7.9 ათასი აბონენტი, ხოლო გლობალ სელ-ს 53 აბონენტი ჰყავს.