თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.3%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 9.2%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.5%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით.

2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 11.7%-იანი ზრდით, რამაც 2.2 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.3%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.7%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.25 და 1.64 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.5%-ით.