თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები: