თბილისი (GBC) - 2022 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 % მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.8 % - კახეთის რეგიონში, 14.3 % - იმერეთის რეგიონში, 13.4 % - შიდა ქართლის რეგიონში, 10.9 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.1 % - სხვა რეგიონებშია განთავსებული:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 44.2 % - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1 % - ღორი, ხოლო 11.1 % ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.5 % შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

III კვარტალში საქართველოში 271 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59.0 %) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.7 %), ქ. თბილისში (9.2 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (5.5 %), აჭარის ა.რ.-ში (3.7 %), ქვემო ქართლის რეგიონში (3.3 %), იმერეთის რეგიონში (3.3 %), გურიის რეგიონში (0.7 %), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.7 %) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.7 %):

III კვარტალში მომსახურება გაეწია 384 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 735 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 902 კაცით განისაზღვრა.

ამ პერიოდში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (28.6 %) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 22.9 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 14.3 % - კახეთის რეგიონში, 11.4 % - შიდა ქართლის რეგიონში, 8.6 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5.7 % - იმერეთის რეგიონში, 5.7 პროცენტი - გურიის რეგიონში და 2.9 % - აჭარის რეგიონში.