თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $18,54 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $5,15 მლრდ იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი $13,39 მლრდ (გაიზარდა 9.7%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში $8,24 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.