თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა სასტუმროებში, კაფეებში და რესტორნებში დაფიქსირდა - 1.3%-ით – მაშინ, როდესაც თებერვალში ეს ინდექსი - 1.1% იყო. ხოლო, რაც შეეხება კლებას, ჯანდაცვის ჯგუფში დაფიქსირდა მარტში, წინა თვესთან შედარებით (-0.8%).

საანალიზო პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი თებერვალში - 0.3% იყო. ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს რაც შეეხება, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა მარტში 0.1% შეადგინა, განსხვავებით თებერვლისგან, როდესაც ამ სექტორში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2% იყო.

საანალიზო პერიოდში ფასები არ შეცვლილა განათლების ჯგუფში, აქ 2024 წლის მარტშიც და თებერვალშიც ცვლილება ნულს უდრიდა.