თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.