თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა ₾80.88 მლნ შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (52.7%), აჭარის ა.რ. (9.5%), იმერეთი (7.8%), ქვემო ქართლი (7.5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.4%).

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.6%), მშენებლობა (9.1%).

საქსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით, აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა;  ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5%).

იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (11.2%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს  (10.8%).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (18.9%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (15.5%) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (8.9%).