თბილისი (GBC) - 2024 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ზრდა 2023 წელთან შედარებით +10%-ია. - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე თქმით, საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები:

  • საფრანგეთი - +30.3%;
  • გერმანია - +24.3%;
  • გაერთიანებული სამეფო - +16.3%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.