საქართველოში ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია
კერძოდ, სების მიხედვით,
მარტში თებერვალთან
შედარებით მნიშვნელოვნად
ნაკლებია იმ რესპონდენტთა
რაოდენობა, რომლებიც
საკუთარ პროდუქტზე
ფასების მატებას 2%-4%-ის
ფარგლებსა და 8%-ზე მეტად
ელოდებიან. ამავე დროს
მომატებულია იმ
რესპონდენტთა წილი,
რომლებიც ფასების
ცვლილებას 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-ის
ინტერვალში
ვარაუდობენ.ამავდროულად,
ეკონომიკური საქმიანობის
მონაწილეთა მიხედვით,
მარტში, თებერვალთან
შედარებით, ერთწლიან
პერიოდზე ინფლაციური
მოლოდინები მომატებულია.
იმ რესპონდენტთა
რაოდენობა, რომლებიც
მომდევნო 1 წლის მანძილზე
ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%-
8%-ის ინტერვალში ფიქრობენ,
გაიზარდა. ხოლო, დაკლებულია
იმ რესპონდენტთა ხვედრითი
წილი, რომლებიც 1 წლის
ჰორიზონტზე ინფლაციას
უფრო დაბალ ინტერვალში,
0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში,
მოიაზრებენ. ასევე, მარტში
წინა თვისაგან
განსხვავებით, აღარ არიან
ისეთი რესპონდენტებიც,
რომლებიც სამომხმარებლო
ფასების შემცირებას -2%-0%
ინტერვალსა და -2%-ზე
ნაკლებად ელოდებიან. თუმცა
აღსანიშნავია, რომ
შემცირებულია იმ
რესპონდენტთა რაოდენობა,
რომლებიც სამომხმარებლო
ფასების ზრდას 8%-ზე მეტად
ელოდებიან.გამოკითხულთა
აზრით, მარტში თებერვალთან
შედარებით სამწლიან
პერიოდზე ინფლაციური
მოლოდინები გაზრდილია.
ერთი მხრივ, თებერვალთან
შედარებით, მომატებულია იმ
მონაწილეთა რაოდენობა,
რომლებიც მომდევნო სამი
წლის მანძილზე ფასების
ცვლილებას 8%-ზე მეტად
ელოდებიან. მეორე მხრივ,
შემცირებულია იმ
მონაწილეთა რაოდენობა,
რომლებიც ფასების
ცვლილებას შედარებით
დაბალი ზრდის ინტერვალში,
4%-6%-ის ფარგლებში,
პროგნოზირებენ.
ამასთანავე, მომატებულია
იმ რესპონდენტთა წილი,
რომლებიც ინფლაციას 2%-4%-ის
ფარგლებში
მოელიან.გამოკითხვის
შედეგებით, მარტში
თებერვალთან შედარებით
მოლოდინები ხელფასების
ზრდაზე მცირედით
მომატებულია. კერძოდ,
გაზრდილია იმ
რესპონდენტთა რაოდენობა,
რომლებიც ხელფასების
ცვლილებას 0%-10%-ისა და 10%-20%-ის
ფარგლებში ელოდებიან.
ამავე დროს, შემცირებულია
იმ რესპონდენტთა
რაოდენობა, რომლებიც
ხელფასების ცვლილებას
-10%-0%-ის მიდამოში
მოიაზრებენ.კვლევის
მიხედვით, მარტში
კომპანიაში
წარმოებისათვის საჭირო
რესურსების გამოყენების
ეფექტიანობა (კომპანიის
რესურსების რეალური
გამოყენება, მაქსიმალურ
გამოყენებასთან
შედარებით) თებერვალთან
შედარებით გაზრდილია.
1744896681