თბილისი (GBC) – სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 11.9 %-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 5.2 პროცენტით.
ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 31.2 პროცენტიანი კლებით, რაც -7.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები: