თბილისი (GBC) – საქართველოში იანვარი-ნოემბრის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი $3 159 558 975 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ამით 2019 წლის მაჩვენებელი 103.5%-ით აღდგა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).

„2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვეებთან შედარებით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.

2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 151.2%-ით აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.